ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 676 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 11 პაციენტი.
მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების საერთო რაოდენობა 19 989-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემებით დადებითობის მაჩვენებელი 3.38%-ია.
Covid-19-ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა
- აჭარა – 44
- იმერეთი – 139
- ქვემო ქართლი – 29
- შიდა ქართლი – 41
- გურია – 14
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 72
- კახეთი – 47
- მცხეთა-მთიანეთი – 14
- სამცხე-ჯავახეთი -20
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 5 910, საიდანაც 2 694 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, მათ შორის 589 მძიმე პაციენტი. კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 311 ადამიანი, 2 905 კი მკურნალობას საცხოვრებელ სახლში განაგრძობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი257 632-ს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 248 537 და გარდაიცვალა 3 159 ადამიანი.