ახალი ამბები

Janssen-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 66%-ით ეფექტიანია

29 იანვარი, 2021 • 1162
Janssen-ის ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ 66%-ით ეფექტიანია

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ბელგიურმა კომპანია Janssen-მა შექმნა და ერთჯერად ინექციას საჭიროებს, 66%-ით ეფექტიანია. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა.

Janssen-ის ცნობით, იმ პაციენტებიდან, რომლებიც პრეპარატით აიცრნენ მისი საერთაშორისო ტესტირებისას, არავის განვითარებია დაავადების რთული ფორმები, არ დასჭირვებიათ ჰოსპიტალიზაცია და არცერთი მათგანი ვირუსის შედეგად არ გარდაცვლილა.

როგორც BBC წერს, ერთჯერადი ინექცია ვაქცინას უფრო მოსახერხებელს ხდის დასანერგად, თუმცა ვირუსის ახალი შტამის წინააღმდეგ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ვრცხელდება, კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტიანია (57%).

ფარმაცევტული კომპანია Janssen, რომელიც Johnson & Johnson-ს ეკუთვნის, აცხადებს, რომ ამ ეტაპზე იკვლევენ, ვაქცინით ორჯერადი ინექცია COVID-19-ის უფრო ეფექტიან ან ხანგრძლივ პრევენციას ხომ არ მოახდენს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ვაქცინას აქვს პოტენციალი, ასობით მილიონი ადამიანი COVID-19-ის სერიოზული და ფატალური შედეგებისგან დაიცვას.

კომპანია გეგმავს, რომ მიმდინარე წელს ვაქცინის მილიარდი დოზა დაამზადოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი