ახალი ამბები

მასწავლებლებში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 0.6 პროცენტია – გამყრელიძე

29 იანვარი, 2021 • 983
მასწავლებლებში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 0.6 პროცენტია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფში ახალ კორონავირუსზე ტესტირებულთა დადებითობის მაჩვენებელს აჯამებს.

გამყრელიძის გნაცხადებით, ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება 13 644 ტაქსის მძღოლს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 79-ს დაუდასტურდა, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებლმა 0.6% შეადგინა. ამასთან, ტესტირებულია 7 284 ადამიანი, რომელიც ბაზრებზეა დასაქმებული და მათგან ვირუსი 0.8%-ს დაუდასტურდა, რელიგიურ მსახურებში კი ჩატარებული 5 863 ტესტიდან ვირუსი 1.4%-ს დაუდასტურდა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება, ბოლო 24 საათში სავაჭრო ცენტრებში დასაქმებული 1 033 ადამიანი გატესტეს, რომელთაგან ვირუსი არცერთს არ დადასტურებია, 1 285 სკოლის პედაგოგიდან კი კორონავირუსი მხოლოდ 8-ს დაუდგინდა, რაც ტესტირებულთა 0.6%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი