ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება

29 იანვარი, 2021 • 735
საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი იცვლება

მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესს ცვლის. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განმარტებით, დღემდე მოქმედი წესით საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში შემოდიან PCR ტესტით და 8 დღით თვითიზოლაციაში გადადიან, ხოლო თუ ქვეყანაში შემოსვლისას ტესტი გაკეთებული არ ექნებათ, 12-დღიანი იზოლაცია უწევთ. პირველი თებერვლიდან, როცა მთავრობის განცხადებით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები მოიხსნება, ასევე მარტივდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მათ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარზე ისევ წარადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი და 8 დღით გადავიდნენ თვითიზოლაციაში ან იზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ტესტი ხალახლა გაიკეთონ.

“პირველი თებერვლიდან, რეგურალური ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებისთვის [ქვეყანაში შემოსვლის წესის] გარკვეული შემსუბუქება ხდება. კერძოდ მათ ექნებათ არჩევანის უფლება. შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ ან იზოლაციის ნაცვლად მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში თვითიზოლაციის ვალდებულებისგან თავისუფალი იქნებიან. იმ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც არ ექნება ნეგატიური PCR ტესტი, 12- დღიანი იზოლაციის ნაცვლად 8- დღიანი იზოლაცია წესდება. ამ ნაწილში ევროპის სტანდარტებს მივყვებით”,-აცხადებს თურნავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი