ახალი ამბები

უცხოელებისთის საქართველოში შემოსვლის წესები მარტივდება

29 იანვარი, 2021 • 1267
უცხოელებისთის საქართველოში შემოსვლის წესები მარტივდება

საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამარტივებს.

როგორც დღეს, 29 იანვარს, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოში ყველა ქვეყნიდან შემოსვლას შეძლებენ ის პირები, რომელთაც Covid-19-ის ვაქცინა ექნებათ გაკეთებული. მინისტრმა ასევე დაასახელა ის ქვეყნებიც, საიდანაც ვიზიტორები ვაქცინის გარეშე შემოსვლას შეძლებენ, თუმცა ვალდებულები იქნებიან საზღვარზე წარადგინონ PCR ტესტი, ხოლო სამი დღის შემდე, ტესტი საქართველოს ტერიტორიაზე ხელახლა გაიკეთონ. საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს მიმართავს, ბორტზე არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ PCR ტესტი გაკეთებული ან კორონავირუსზე არ იქნებიან აცრილი.

“ნებისმიერი კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ნიშნავს ორ სრულ დოზას, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, ყველა ქვეყნის მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უპირობოდ შემოსვლა. ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი, თუნდაც “მწვანე” აჭარაში ჩასაყვანად.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის არავაქცინირებულ ვიზიტორებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ასევე, ამავე ქვეყნებიდან ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, მათ ქვეყანაში შემოსავლის უფლება ექნებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი. ანუ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ”,-აცხადებს თურნავა.

22 იანვარს ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პირველი თებევრლიდან საქართველოში რეგულაური ფრენები აღდგება. მისი განმარტებითვე, პირველი თებერვლიდან ყველა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოში ამ დრომდე მოქმედებდა, ან ახალი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოში შემოსვლის სურვლის გამოთქვამენ, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ გარკვეული სიხშირეებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი