ახალი ამბები

ჩატარდა 19 311 ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსის 669 შემთხვევა – 29 იანვარი

29 იანვარი, 2021 • 747
ჩატარდა 19 311 ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსის 669 შემთხვევა – 29 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 637 პირი, ხოლო ჩატარდა 19 311 ტესტი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 311 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 681 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 630- PCR ტესტით“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 669 შემთხვევეა რეგიონების მიხევით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 285
  • აჭარა – 40
  • იმერეთი – 199
  • ქვემო ქართლი – 41
  • შიდა ქართლი – 23
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 79
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთ – 6
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 686, საიდანაც 2 731 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 375, აჭარაში – 195, იმერეთში – 512.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 610 პირი, მათ შორის, თბილისში – 289, აჭარაში – 47, იმერეთში – 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი, მათგან თბილისში – 126, აჭარაში- 2, იმერეთში – 17. 322 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 97 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 3 633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ვკითხულობთ ოფიციალურ სტატისტიკაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 521 ადამიანი, ხოლო თვითიზიოლაციაში იმყოფება 17 108.

საქართველოში კორონავირუსის 256956  შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 247096 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3148 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი