ახალი ამბები

როცა რურუაც გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ, კრიზისის განსამუხტად ნაბიჯი გადაიდგა – ბოკერია

29 იანვარი, 2021 • 823
როცა რურუაც გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ, კრიზისის განსამუხტად ნაბიჯი გადაიდგა – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ როდესაც „კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულების გათავისუფლებას მოჰყვება გიორგი რურუას გათავისუფლება, „შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა“.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლად გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 28 იანვარს მიიღო. სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სანაცვლოდ ცალ-ცალკე გირაო 20-20 ათასი ლარი შეუფარდა.

„ყველა ნორმალური ადამიანისთვის სასიხარულოა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება. მათ არ ეკუთვნით არც გირაო, არც სამსახურიდან გათავისუფლება და არც ამ სამარცხვინო გამოძიების გაგრძელება, მაგრამ მათი საპატიმროდან გათავისუფლება მაინც ძალიან კარგი ამბავია“, – დაწერა ბოკერიამ ფეისბუკზე.

მისი თქმით, ეს არ ყოფილა პირველი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, განსაკუთრებით კი, კონკრეტულად ივანიშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ ცუდი ტრადიციის გათვალისწინებითაც, კარტოგრაფების საქმე გამორჩეულად სამარცხვინოა.

„უსამართლობის ბევრი მსხვერპლი გვინახავს, ბევრმა ადამიანმა მოგვცა უსამართლობის ღირსეულად მიღების მაგალითი, ეს ორი ადამიანი ამაშიც გამორჩეულები აღმოჩნდნენ. ასევე, სასიხარულოა, რომ ეს სამარცხვინო გირაო სწრაფად შეგროვდა, რაც ტესტად შეიძლება გამოგვადგეს, თუ როგორია სამოქალაქო საზოგადოების დამოკიდებულება ამ სამარცხვინო პოლიტიკური დევნის მიმართ“, – დაწერა მან.

„როდესაც ამას მოჰყვება კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლება, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კრიზისის განსამუხტად ერთი ნაბიჯი გადაიდგა“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

ნახეთ ასევე:

უკვე შეგროვდა კარტოგრაფების გირაოსთვის საკმარისი თანხა ₾40 000 – მაქარაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი