ახალი ამბები

შშმ პირები მთავრობისგან სოციალური პაკეტის გაზრდას ითხოვენ

28 იანვარი, 2021 • 1461
შშმ პირები მთავრობისგან სოციალური პაკეტის გაზრდას ითხოვენ

დღეს, 28 იანვარს, აქტივისტებმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს და შშმ პირთათვის სოციალური პაკეტის გაზრდა მოითხოვეს.

შშმ პირთათვის სოციალური შემწეობა უკვე წლებია, რაც არ იზრდება, მათი ნაწილისთვის კი პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. 

„კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და უკიდურესად დამძიმებული სოციალური ვითარების ფონზე, საქართველოს სახელმწიფოს მხედველობის მიღმა დარჩა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები. 

ხელისუფლებამ 2021 წლის იანვრიდან, ასაკობრივი პენსიის ზრდის პარალელურად, უცვლელი დატოვა შშმ პირთა სოციალური პაკეტი, რაც ცალსახად წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ჩაგვრას და პირდაპირ დისკრიმინაციას.

არსებულ ვითარებაში პაკეტის უცვლელად შენარჩუნება შშმ პირთა სოციალური მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუარესებას ნიშნავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“გახსოვართ?”

❗️მთავრობის ადმინისტრაციასთან შშმ პირთა სოციალური პაკეტის გაზრდის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: netgazeti.ge/news/514525/

ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

Posted by Netgazeti on Thursday, 28 January 2021

განცხადებაში ნათქვამია, რომ პაკეტის იმავე სახით დატოვებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი  და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.

სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული ქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, შშმ პირთა უფლებათა დაცვის კანონი  და გაეროს შშმ პირთა უფლებათა კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებები.

შშმ პირები, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები, შშმ პირთა მშობლები და აქტივისტები შემდეგ მოთხოვნებს აყენებენ:

  1. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს შშმ პირთა დისკრიმინაცია და ასაკობრივ პენსიასთან ერთად გაზარდოს სოციალური პაკეტი შშმ პირებისთვის. მოვითხოვთ, აღნიშნული ცვლილებები  ამოქმედდეს არაუგვიანეს 2021 წლის გაზაფხულისა;
  2. საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს კრიტერიუმები, რითიც დადგინდება სოცალური პაკეტის ოდენობა, რათა დაკმაყოფილდეს შშმ პირთა საჭიროებები  ღირსეული ცხოვრებისათვის;
  3. სახელმწიფოს მხრიდან, შშმ პირთა დისკრიმინაციის ფაქტების თავიდან არიდების მიზნით, ამუშავდეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო. 

აქტივისტები ამბობენ, რომ თუ ეს მოთხოვნები გაზაფხულამდე არ დაკმაყოფილდა, ისინი კანონით გათვალისწინებული პროტესტის ყველა ფორმას მიმართავენ.

განცხადებას ხელს აწერენ

  1. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  2. მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
  3. თანაბარი ჩართულობის შესაძლებლობის ცენტრი [EPC] 
  4. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
  5. კავშირი «თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის» (PER)
  6. ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)
  7. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 
  8. ორგანიზაცია “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” – FAD
  9. “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია” 
  10. ა(ა)იპ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი” 
  11. კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის
  12. ა(ა)იპ ფონდი აურეს – ეკატერინე თორთლაძე 
  13. ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  14. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია 
  15. ქალთა ფონდი საქართველოში
  16.  “ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის”
  17. ასოციაცია ჰერა ოცდაერთი
  18. ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
  19. ასოციაცია ანიკა
  20.  საქართველოს ყრუთა კავშირი
  21. ა(ა)იპ  ,,კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი“
  22. საქართველოს უსინათლოთა კავშირი
  23. ა(ა)იპ ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება 
  24. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,, დეა”   
  25. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის
  26. აჭარის შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი
  27. ზუგდიდის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხადაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი

შშმ პირთა უფლებათა დამოუკიდებელი აქტივისტები:

  1. ესმა გუმბერიძე
  2. გელა ბერაძე
  3. დავით ბიბილეიშვილი
  4. ნატო დავითაძე
  5. რამინი მაჭარაშვილი
  6. დეა ერემაშვილი
  7. თამარ მაღლაკელიძე
  8. თინათინ რევაზიშვილი
  9. იოსებ ყაზაიშვილი,
  10. ლერი ყურაშვილი
  11. მანანა კურტანიძე
  12. ფიქრია ბარამიძე
  13. ნინო ხუციშვილი
  14. ირმა კილაძე
  15. დიმიტრი სილაგაძე
  16. არჩილ შაქარიშვილი
  17. ივდითი კვიტია
  18. თინათი გელხვიძე
  19. ტარიელ აბაზაძე
  20. ასმათი ჯანგავაძე
  21. ლალი კოჭლამაზიშვილი
  22. ნათია თარბაია
  23. ანჟელა ხუხუა
  24. სოფიო ჩახაია
  25. თამთა გვირილიანი
  26. მზისადარი ფიფია
  27. ნესტან ბეჭვაია
  28. ქრისტინე ხუციშვილი
  29. გურამი გოგოლაძე
  30. დიანა ხაზარაძე


საქართველოში 2021 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდა, თუმცა პენსია (იგივე სოციალური შემწეობა) არ გაზრდილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აქტივისტები ამ გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დისკრიმინაციასა და მათი საჭირობების უგულებელყოფას ხედავენ. ვინაიდან, მიუხედავად სურსათზე გაზრდილი ფასებისა და დასუსტებული ლარის კურსისა, შშმ პირთა პენსია ზოგჯერ საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.

ვრცლად წაიკითხეთ:

როცა შშმ ბავშვების საჭიროებებს დღის ცენტრები ვეღარ ფარავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი