ახალი ამბებიეკონომიკა

სურსათი ისევ გაძვირდა, კომუნალური გადასახადები გაიაფდა – საქსტატი

4 იანვარი, 2021 • 1319
სურსათი ისევ გაძვირდა, კომუნალური გადასახადები გაიაფდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის დეკემბრის თვის ინფლაციის სტატისტიკას ავრცელებს. საქსტატის მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა.

თვიური ინფლაციის კლება ძირითადად გამოწვეულია კომუნალური მომსახურებების ჯგუფში დაფიქსირებული ფასების 22.0 -პროცენტიანი კლებით, რაც -1.89 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე :

  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5
    პროცენტი),
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი);

საქსტატის მონაცემებით, სურსათის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი),
  • რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი),
  • ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი),
  • ზეთი და ცხიმი (3.5 პროცენტი),
  • თევზეული (1.9 პროცენტი);

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის თვეში წლიურმა ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა, რაც არ აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ წლიური მოზნობრივ ინფლაციას, რომელიც 3 პროცენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი