ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება

28 იანვარი, 2021 • 690
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში იმყოფება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისში იმყოფება.

ირანელი დიპლომატი საქართველოში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. იგი აქამდე სტუმრობდა ბაქოს, მოსკოვსა და ერევანს. თბილისის შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება.

დღეს ზარიფი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.

თბილისის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

ფოტო გარეკანზე: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო


იმის გასაგებად, თუ რა დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს ირანელი დიპლომატის ვიზიტს საქართველოში, გაეცანით ნეტგაზეთის სტატიას:

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

მასალების გადაბეჭდვის წესი