საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 006 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 1 050 ადამიანი, ჩატარდა 11 492 ტესტი.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 349 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 857 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 492 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.
ახალი 1 006 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 426
- აჭარა – 23
- იმერეთი – 202
- ქვემო ქართლი – 49
- შიდა ქართლი – 79
- გურია – 17
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 98
- კახეთი – 69
- მცხეთა-მთიანეთი – 22
- სამცხე-ჯავახეთი – 15
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 254, საიდანაც 3 069 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 545, აჭარაში – 219, იმერეთში – 605. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში – 306, აჭარაში – 51, იმერეთში – 177.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში – 144, აჭარაში- 1, იმერეთში – 23. 353 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 178 – თბილისში, 118 – აჭარაში, 18 – იმერეთში. 3 832 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 490 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 17 801.
საქართველოში სულ კორონავირუსის 254 822 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 244 446 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 3 096.