ახალი ამბები

Moderna: ვაქცინა ახალ შტამებზეც მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ნაკლებეფექტიანი იყოს

25 იანვარი, 2021 • 780
Moderna: ვაქცინა ახალ შტამებზეც მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ნაკლებეფექტიანი იყოს

Moderna აცხადებს, რომ მათ მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ახალი შტამების წინააღმდეგაც მუშაობს, თუმცა შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი იყოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის განცხადებით, ლაბორატორიული ტესტირებისას ვაქცინამ ორივე ახალი შტამის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება უზრუნველყო, თუმცა სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ უფრო სუსტი იმუნური რეაქცია აჩვენა.

CNBC-ის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მიხედვით, ვირუსმა იმაზე მეტი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავება შეძლო, ვიდრე ვირუსისგან დასაცავადაა საჭირო, კომპანიაში აცხადებენ, რომ შეჯერებული მონაცემებით შესაძლოა, ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ახალი შტამის შემთხვევაში უფრო მალე გაქრეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, “მოდერნას” განცხადებით, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი შტამის წინააღმდეგ  ჩაატარებენ ვაქცინის სტიმულატორის პრეკლინიკურ ცდას და შეაფასებენ, ვაქცინის ეს ვერსია ხომ არ იქნება უფრო ეფექტიანი უკვე აღმოჩენილი ახალი შტამების წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი