ახალი ამბები

კოვიდვაქცინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა 2020 წელს – NDI-ის კვლევა

25 იანვარი, 2021 • 1517
კოვიდვაქცინის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა 5%-ით შემცირდა 2020 წელს – NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის თანახმად, 2020 წლის ივნისიდან დეკემბრამდე პერიოდში 5%-ით შემცირდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არსებობის შემთხვევაში, არ გაიკეთებდნენ კორონავირუსის ვაქცინას.

“კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა/ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? ” – ამ ფორმულირებით დასმული კითხვის პასუხად 2020 წლის ივნისში გამოკითხულთა 46% ამბობდა, რომ არ გაიკეთებდა ვაქცინას. დეკემბრისთვის კი მათი რიცხვი 41%-მდე შემცირდა.

რაც შეეხება ვაქცინის მომხრეებს, ივნისში მხოლოდ 38% პროცენტი ამბობდა, რომ დიახ, აიცრებოდა. 2020-ის დეკემბერში ვაქცინის მომხრეთა რიცხვი 41%-მდე გაიზარდა.

ივნისში 15%-მა კითხვას გასცა პასუხი “არ ვიცი”, დეკემბერში კი მათი რაოდენობა 17%-მდე გაიზარდა.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი