საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 107 თბილისში დადასტურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გარდაიცვალა 16 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 311.
„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 868 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 182- PCR ტესტით“, – ამბობენ უწყებაში.
ახალი 298 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:
- თბილისი – 107
- აჭარა – 18
- იმერეთი – 44
- ქვემო ქართლი – 13
- შიდა ქართლი – 19
- გურია – 21
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32
- კახეთი – 26
- მცხეთა-მთიანეთი – 6
- სამცხე-ჯავახეთი – 12
- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 623, აჭარაში – 226, იმერეთში – 611.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში – 317, აჭარაში – 55, იმერეთში – 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში – 145, აჭარაში- 1, იმერეთში – 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 – თბილისში, 131 – აჭარაში, 20 – იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.
მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 515 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 18 709.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 253 816 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 243 396 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 071 გარდაიცვალა.