ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტები “კომენდანტის საათის” დროს მსვლელობას მართავენ

24 იანვარი, 2021 • 1314
სამოქალაქო აქტივისტები “კომენდანტის საათის” დროს მსვლელობას მართავენ

სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან და საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო და “ქართული ოცნების” ოფისთან გაგრძელდება, საიდანაც აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ.

სამოქალაქო აქტივისტები პანდემიის გამო დაწესებული შეზუდვების შემსუბუქებას და 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის მოხსნას ითხოვენ, ასევე, აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი ფანგანის დაკავებას. ფანგანი, რომელმაც 23 იანვარს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგავი დააყარა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს.

“სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმში დაკავებულ აქტივისტს. ჩვენი აქცია-პერფორმანსი ემსახურება იმას, რომ გაქუმდეს მჩაგვრელი ლოქდაუნი, არ ვემორჩილებით არალეგიტიმური მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

საპროტესტო მსვლელობის პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები

მასალების გადაბეჭდვის წესი