ახალი ამბები

გოცირიძე: რაც ბათუმში მოხდა, სამარცხვინოა

23 იანვარი, 2021 • 1534
გოცირიძე: რაც ბათუმში მოხდა, სამარცხვინოა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ირაკლი ჩავლეიშვილსთვის აქციაზე ნაგვის შეყრას სამარცხვინოდ აფასებს.

ჩაველეიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო დეპუტატია, რომელიც საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეხედულებების ნიადაგზე ძალადობა მიუღებელია:

“რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი” – ამბობს გოცირიძე.

დღეს, 23 იანვარს, აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარის დამცველთა საპროტესტო აქციაზე მივიდა, სადაც მათ მოძრაობა „ალტერნატივას“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ისინი ირაკლი ჩავლეიშვილსეძახდნენ მოღალატეს იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც შევიდა ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოში.

ბულვარის დასაცავად „ბათომის“ მიერ ორგანიზებულ აქცია ირაკლი ჩავლეიშვილმა პოლიციის თანხლებით დატოვა, თუმცა მას „ალტერნატივას“ აქტივისტები ევროპის მოედნამდე გაჰყვნენ და ერთ-ერთმა მათგანმა მას ნაგვის ურნიდან თავზე ნაგავი გადააყარა.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/324205/

მასალების გადაბეჭდვის წესი