ახალი ამბები

გამოვლინდა COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 16 პაციენტი – 23 იანვარი

23 იანვარი, 2021 •
გამოვლინდა COVID-19-ის 998 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 16 პაციენტი – 23 იანვარი

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ახალ კორონავირუსზე 16 267 ტესტი ჩატარდა, რომელთაგან 8 855 ანტიგენის, 7 412 კი PCR ტესტირება იყო. შედეგად, გამოვლინდა დაავადების 998 ახალი შემთხვევა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 252 972 შეადგინა.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 892 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 240 629-მდე.

დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა. სულ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 998 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 448 შემთხვევა, აჭარა – 31, იმერეთი – 170, ქვემო ქართლი – 51, შიდა ქართლი – 68, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 116, კახეთი – 50, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი -13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 279, საიდანაც: 3 302 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 632, აჭარაში – 251, იმერეთში – 663. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში – 302, აჭარაში – 47, იმერეთში – 183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 204 პირი, მათგან თბილისში – 154, აჭარაში – 1, იმერეთში – 25. 444 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 210 – თბილისში, 159 – აჭარაში, 23 – იმერეთში.

5 533 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 216, აჭარაში – 111, ხოლო იმერეთში – 9.

სულ 6 ოქტომბრიდან – 22 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 797 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 786 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 299 პირი, აჭარაში – 1 400, იმერეთში – 2 062.

მასალების გადაბეჭდვის წესი