ახალი ამბები

უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ ქვეყნიდან გასვლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა

23 იანვარი, 2021 • 1036
უგულავა აცხადებს, რომ შსს-მ ქვეყნიდან გასვლის უფლება უკანონოდ შეუზღუდა

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ დღეს, 23 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება უკანონოდ შეუზღუდა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის თქმით მას სასამართლოს მიერ არანაირი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული და მიზეზი არც უწყების წარმომადგენლებს განუმარტავთ. უფულავა საკითხის შესასწავლად სახალხო დამცველსაც მიმართავს:

“ეს ქვეყანა მართლა ივანიშვილის უკანა ეზოა? დღეს სრულიად უკანონოდ საზღვარზე გამაჩერეს, მალოდინეს ერთი საათი -გაწითლებული ხარო, შეკითხვაზე, ცხადია, არ აქვთ პასუხი, რადგან არანაირი შეზღუდვა დაწესებული სასამართლოს მიერ მე არ მაქვს. ბოლოს განმიცხადეს, რომ საზღვარს ვერ გადაკვეთთო.

ასე იქცევა პუტინის რუსეთი და მისი ოპრიჩნიკი პოლიცია. ნინო ლომჯარია, ოფიციალურად მინდა მოგმართოთ და გთხოვოთ შეისწავლოთ ეს ზღვარგადასული უკანონობა, რომელიც საქართველოს საზღვარზე უკვე ჩვეული პრაქტიკაა ოპოზიციის და რეჟიმისთვის არასასურველი პირების მიმართ” – წერს პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შსს განმარტავს რატომ ვერ გადაკვეთა უგულავამ საქართველოს საზღვარი

მასალების გადაბეჭდვის წესი