ახალი ამბები

საქართველო ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნების ათეულშია – კვლევა

22 იანვარი, 2021 • 1493
საქართველო ყველაზე მკაცრი შეზღუდვების მქონე ქვეყნების ათეულშია – კვლევა

COVID-19-ის პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრის მიხედვით საქართველო მე-8 ადგილზეა, სადაც პირველი ადგილი ყველაზე მსუბუქ, ბოლო კი მკაცრ რეგულაციებს გულისხმობს.

შეზღუდვების სტატისტიკა Our World Data-ს მიერაა შედგენილი და ქვეყნებს შესაბამისი ინდექსი აქვს მინიჭებული იმის მიხედვით, თუ რა ზომები მიიღო ამა თუ იმ სახლემწიფოს მთავრობამ პანდემიის გამო. კვლევაში 0 მინიმალურ შეზღუდვებს ნიშნავს, 100 კი- მაქსიმალურს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს 84.26 ქულა აქვს მინიჭებული, ბოლოდან მე-8 ადგილს იკავებს და ამ პოზიციას იყოფს  ნიდერლანდებთან, კვიპროსსა და ვენესუელასთან, რომლებსაც საქართველოს იდენტური ქულა აქვთ მინიჭებული.

საქართველოზე მკაცრი შეზღუდვები დაწესებულია მხოლოდ აზერბაიჯანში, ზიმბაბვეში, ერიტრეაში, ირლანდიაში, გერმანიაში, ისრაელსა და ვენესუელაში. სტატისტიკა მინიჭებული ქულების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანი – 89.81;
  • ზიმბაბვე – 87.04;
  • ერიტრეა – 86.11;
  • ირლანდია – 85.19;
  • გერმანია – 85.19;
  • ისრაელი – 85.19;
  • ვენესუელა – 84.26;
  • საქართველო 84.26.

სტატისტიკა ეფუძნება  9 მიმართულებით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორისაა სკოლების და სამუშაო სივრცეების დახურვა, მოგზაურობის აკრძალვა და ა.შ. მონაცემები 21 იანვარს არის განახლებული. მონაცემები კი აღებულია საჯარო წყაროებიდან. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ სტატისტიკა მხოლოდ ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესაფასებლად გამოდგება და არ უნდა მოხდეს მათი ეფექტურობის ამ ნიშნით შეფასება.

Our World In Data სამეცნიერო ონლაინ გამოცემაა, რომელზეც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრები მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი