ახალი ამბები

საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა არ იხსნება

22 იანვარი, 2021 • 1024
საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე შეზღუდვა არ იხსნება

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე ჯერჯერობით შეზღუდვა არ მოიხსნება.

მისი თქმით, ამის მიზეზიი ისაა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი რეგიონებს შორის მობილობის საკმაოდ მაღალი კონტრიბუტორია. როგორც ცქიტიშვილი ამბობს, მანამ, სანამ რეგიონებს შორის განსხვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარება არსებობს, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი შეზღუდული იქნება.

” იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წერტილოვნად ვუდგებით  სხვადასხვა რეგიონში არსებულ ვითარებას, დღეის მდგომარეობით ეპიდემიოლოგიური ვითარება სხვადასხვა რეგიონში განსხვავდება. აჭარაში მნიშვნელოვნად კარგი ვითარებაა მაშინ, როდესაც იმერეთში ჯერ არ არის ისეთი რიცხვები. თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აქტიურად ამოქმედდება, ძალიან სწრაფად მოხდება ვითარების გაუარესება იმ რეგიონებში, სადაც დღეს უკეთესი ვითარებაა. ამიტომ, მობილობა როგორც ქალაქებს შორის, ისე რეგიონებს შორის, ჯერჯერობით საკმაოდ დაბალ დონეზე დარჩება მანამდე, სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ შემსუბუქდება და გაუმჯობესდება ქვეყნის მასშტაბით. ეს არის მიზანი ჯერჯერობით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდულად ყოფნის”, — განაცხადა ცქტიტიშვილმა.

ამასთან,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი მარტიდან აღდგება, სხვა ქალაქებში – 1 თებერვლიდან.

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მარტიდან ვგეგმავთ – მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი