ახალი ამბები

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მარტიდან ვგეგმავთ – მთავრობა

22 იანვარი, 2021 • 1583
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მარტიდან ვგეგმავთ – მთავრობა

თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი პირველი მარტიდან აღდგება. ამის შესახებ ცნობილი გახდა საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგის შემდეგ.

დღევანდელ ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება რიგი შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, თუმცა, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვაგვარად.

„პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმივლი გვაქვს პირველი მარტიდან“,- განაცხადა ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმითვე, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობების აღდგენა 15 თებერვლიდან იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი