20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთმა ბილეთმა Powerball-ის გათამაშებაში (ლოტოს მსგავსი გათამაშება) $731 მილიონი მოიგო. მოგებული ბილეთი მერილენდში გაიყიდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის ის იღბლიანი მოთამაშე, რომელმაც აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯეკპოტი მოიგო.
იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული ამ თანხის ერთიანად მიღებას გადაწყვეტს, მას $546.8 მილიონს გადასცემენ, რაც ასევე დაიბეგრება როგორც ფედერალური, ისე შტატის გადასახადებით. 20 იანვრის გათამაშებაში იღბლიანი აღმოჩნდა რიცხვების შემდეგი კომბინაცია: 40-53-60-68-69 და 22.
იმის გამო, რომ აღნიშნულ გათამაშებაში ჯეკპოტი სექტემბრის შემდეგ არ გათამაშებულა, ჯეკპოტის ოდენობამ $731 მილიონს მიაღწია.
ჯერჯერობით გამარჯვებული არ გამოვლენილა Mega Millions-ის გათამაშებაში, სადაც ჯეკპოტი $970 მილიონს მიუახლოვდა.