ახალი ამბები

კორონავირუსი: 11 გარდაცვლილი და 1137 ახალი შემთხვეევა – 21 იანვარი

21 იანვარი, 2021 •
კორონავირუსი: 11 გარდაცვლილი და 1137 ახალი შემთხვეევა – 21 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 137 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ასევე ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯნამრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 17 019 ტესტირება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179- PCR ტესტით“, – ამბობენ მთავრობაში.

ახალი 1 137 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 477
  • აჭარა – 64
  • იმერეთი – 164
  • ქვემო ქართლი – 65
  • შიდა ქართლი – 85
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118
  • კახეთი – 95
  • მცხეთა-მთიანეთი – 27
  • სამცხე-ჯავახეთი – 18
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 685, აჭარაში – 249, იმერეთში – 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში – 329, აჭარაში -54, იმერეთში – 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.

534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 – თბილისში, 206 – აჭარაში, 32 – იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის თქმითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 536 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 20 813.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 251 071 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 238 101 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 998 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი