ახალი ამბები

კორონავირუსი: 14 გარდაცვლილი და 469 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი

20 იანვარი, 2021 •
კორონავირუსი: 14 გარდაცვლილი და 469 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 469  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა  6 122 ტესტირება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯამრთელდა 1 792 ადამიანი.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ სტატისტიკაში.

ახალი 469 შემთხვევა რეგიოენბის მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 212
  • აჭარა – 33
  • იმერეთი – 61
  • ქვემო ქართლი – 31
  • შიდა ქართლი – 34
  • გურია – 12
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32
  • კახეთი – 25
  • მცხეთა-მთიანეთი – 20
  • სამცხე-ჯავახეთი – 8
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის,“ – ამბობენ უწყებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 249 934 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 236 922 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 987 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი