ახალი ამბები

კორონავირუსი: 15 გარდაცვლილი და 1550 ახალი შემთხვევა – 19 იანვარი

19 იანვარი, 2021 • 1241
კორონავირუსი: 15 გარდაცვლილი და 1550 ახალი შემთხვევა – 19 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 494 ადამიანი, ხოლო ჩატარდა 17 398 ტესტირება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 1 550 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 647
  • აჭარა – 58
  • იმერეთი – 249
  • ქვემო ქართლი – 93
  • შიდა ქართლი – 95
  • გურია – 53
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 145
  • კახეთი – 106
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 49
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 770, აჭარაში – 269, იმერეთში – 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში – 363, აჭარაში -54, იმერეთში – 184.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 2, იმერეთში – 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 – თბილისში, 237- აჭარაში, 32 – იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციითვე, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 249 465 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 235 130 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 973 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი