ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია დღეიდან იწყება აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია დღეიდან იწყება – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში კორონავირუსზე ვაქცინაცია დღეიდან იწყება

დღეს, 18 იანვარს, აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პირველი ეტაპი ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით დაიწყება.

“სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ აზერბაიჯანისთვის საუკეთესოა კომპანია Sinovac-ის ვაქცინა, რომელმაც კლინიკური კვლევები რამდენიმე ქვეყანაში წარმატებულად გაიარა და საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა”, – აცხადებს აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრი ოგტაი შირალიევი.

ოფიციალური ინფორმაციით, აზერბაიჯანმა აღნიშნული ვაქცინის 4 მილიონი დოზა იყიდა.

“COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ეფექტი უახლოეს დროში თვალსაჩინო გახდება”, – ამის შესახებ ზაურ ალიევმა, სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, აზერბაიჯანი გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც პანდემიას დაამარცხებს.

ოფიციალური ცნობით, პირველ რიგში, ვაქცინაციას გაივლიან სამედიცინო პერსონალი და 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები.

მეორე ეტაპი კი, რომელიც აზერბაიჯანში პირველ თებერვალს  უნდა დაიწყოს, აიცრებიან მოქალაქეები ქრონიკული დაავადებებით, ასევე, განათლებისა და სოციალურ სისტემებში დასაქმებული მოქალაქეები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის წარმომადგენლები, ტელეკომუნიკაციების სფეროში დასაქმებულები და საბანკო სექტორის ნაწილი.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კომპანიის ვაქცინის ეფექტურობაზე საკმარისო მონაცემები არ არსებობს, ვაქცინას არ მიუღია ევროპული და ამერიკული მარეგულირებლების ნებართვა. ასევე, ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მისი ეფექტიანობა არ სცდება 50.4%-ს, საყოველთაო ვაქცინაცია ამავე ვაქცინით თურქეთმაც დაიწყო.

 

ერდოღანი კორონავირუსის ჩინური ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი