ახალი ამბები

კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 110 ახალი შემთხვევა – 18 იანვარი

18 იანვარი, 2021 • 584
კორონავირუსი: 25 გარდაცვლილი და 110 ახალი შემთხვევა – 18 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 110 შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 4 964 ტესტირება.

მთავრობის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1 643.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 -PCR ტესტით“, – ამბობენ უწყებაში.

დადასტურებული 110 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 72
  • აჭარა – 13
  • იმერეთი – 5
  • ქვემო ქართლი – 4
  • შიდა ქართლი – 0
  • გურია – 5
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4
  • კახეთი – 5
  • მცხეთა-მთიანეთი – 0
  • სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295, საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1 784, აჭარაში – 281, იმერეთში – 704. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის თბილისში – 379, აჭარაში – 61, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 5, იმერეთში – 29.

634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 – თბილისში, 296 – აჭარაში, 37 – იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – ამბობენ მთავრობაში.

მათივე თქმით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 247 915 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 234 636 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2958 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი