ახალი ამბები

საიას თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

17 იანვარი, 2021 • 1985
საიას თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილი გახდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის გამგეობამ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩია. გამეგობის სხდომა დღეს გაიმართა. დღესვე საიას თავმჯდომარის მოადგილედ გვანცა საკანელაშვილი აირჩიეს. სიმონიშვილის კონკურენტი კონკურსის დასკვნით ეტაპზე მიხეილ ჯახუა იყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი. 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ აირჩია საიას გამგეობის წევრად.

2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანისუფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

“ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.

ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი”, – აცხადებს საია.

ამ დრომდე საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე იყო, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი