ახალი ამბები

შსს-მ ტაქსის 2 კოვიდინფიცირებული მძღოლი დააჯარიმა

17 იანვარი, 2021 • 733
შსს-მ ტაქსის 2 კოვიდინფიცირებული მძღოლი დააჯარიმა

თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2-2 ათასი ლარით დააჯარიმეს 2 ტაქსის მძღოლი. ისინი კოვიდინფიცირებულები არიან და როგორც შსს აცხადებს, ქუჩაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

“გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.

სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა”, – აცხადებს შსს.

პოლიციამ ორივე კოვიდინფიცირებული მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი