ახალი ამბები

კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი — 17 იანვარი

17 იანვარი, 2021 • 748
კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი — 17 იანვარი

17 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ოფიციალურად აღრიცხული შემთხვეევბის რიცხვმა 247 805-ს მიაღწია.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში ვირუსის გართულებებით გარდაიცვალა 17 ადამიანი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 933-მდე გაიზარდა. 1 608-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ამ დროისათვის, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულად 232 993 პირი მიიჩნევა.

მთავრობის იფნორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 780 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 332 შემთხვევა,
  • აჭარა – 51,
  • იმერეთი – 100,
  • ქვემო ქართლი – 46,
  • შიდა ქართლი – 72,
  • გურია – 14,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73,
  • კახეთი – 58,
  • მცხეთა-მთიანეთი – 17,
  • სამცხე-ჯავახეთი – 12,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 231 პაციენტი. 7 545 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი