ახალი ამბები

გაერთიანებული სამეფო ყველა სამოგზაურო კორიდორს კეტავს

16 იანვარი, 2021 • 990
გაერთიანებული სამეფო ყველა სამოგზაურო კორიდორს კეტავს

გაერთიანებული სამეფო ორშაბათიდან ყველა სამოგზაურო კორიდორის დაკეტვას გეგმავს. პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, გადაწყვეტილება “კორონავირუსის ჯერ კიდევ არაიდინტიფიცირებული შტამების ქვეყანაში მოხვედრის თავიდან არიდების მიზნით მიიღეს”. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

ე.წ. “სამოგზაურო კორიდორები” გაერთიანებულ სამეფოში გასული წლის ზაფხულში შემოიღეს, რათა მოგზაურებს იმ ქვეყნებიდან, სადაც დაბალი იყო კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი, დიდ ბრიტანეთში ჩამოსვლისას კარანტინის ან თვითიზოლაციის გარეშე ემოგზაურათ.

ნებისმიერი პირი, რომელიც ქვეყანაში მომდევნო კვირიდან ჩაფრინდება, ვალდებული იქნება წარმოადგინოს კორონავირუსის ტესტის ნეგატიური პასუხი.

სამოგზაურო კორიდორები დაიკეტება ორშაბათ დილით, 04:00 საათზე. ამის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ჩასვლის მსურველები მოთავსდებიან კარანტინში ვადით 10 დღემდე, მანამ სანამ ისინი არ წარმოადგენენ კორონავირუსის ტესტის ნეგატიურ პასუხს კარანტინში მოთავსებიდან მინიმუმ ხუთი დღის შემდეგ.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან და პორტუგალიიდან მოგზაურთა მიღების აკრძალვა, რისი მიზეზიც, ბრაზილიაში გავრცელებული შესაძლო ახალი შტამია.

ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი წესები ქვეყანაში სულ მცირე 15 თებერვლამდე იმოქმედებს.


ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის 3.316 000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევით, მსოფლიოში მეხუთეა. დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა 87 000-ზე მეტი ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი