მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა, 15 იანვრის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 2 000 905 ადამიანი.
ამავე პერიოდში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 93 მილიონზე მეტი შემთხვევა.
კორონავირუსის გართულების შედეგად ყველაზე მეტი ადამიანი შემდეგ ქვეყნებში დაიღუპა:
- აშშ – 389 581 ადამიანი;
- ბრაზილია – 207 095;
- ინდოეთი – 151 918;
- მექსიკა – 137 916;
- დიდი ბრიტანეთი – 87 448;
- იტალია – 81 325;
- საფრანგეთი – 69 492;
- რუსეთი – 63 558;
- ირანი – 56 625;
- ესპანეთი – 53 079.
რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსს 2 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
მთავარ ფოტოზე: კორონავირუსით დაღუპულთა სასაფლაო ინდონეზიაში/EPA-EFE/MAST IRHAM