ახალი ამბები

კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაცია 65-დან 170 მილიონ ლარამდე დაჯდება – გამყრელიძე

15 იანვარი, 2021 • 1277
კორონავირუსზე საყოველთაო ვაქცინაცია 65-დან 170 მილიონ ლარამდე დაჯდება – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად კორონავირუსის აცრა უნდა გაუკეთდეს მოსახლეობის 60%-ს მაინც. მისი თქმთ, საზოგადოებრივი იმუნიტეტის მისაღწევად ასევე მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინებთან ერთად ანტივირუსული მედიკამენტების დანერგვა.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ხლისუფლებამ დაიანგარიშა ყველა ის ხარჯი, რაც მოსახლეობის 60%-ის ასაცრელად იქნება საჭირო, მათ შორის, უშუალოდ ვაქცინების ღირებულება და მათი ლოჯისტიკის ხარჯები. შესაბამისად, ვარაუდობენ, რომ ამ პროგრამისთვის, ჯამში, 65-დან 170 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

ამირან გამყრელიძე როგორც ამბობს, საქართველო კოვაქს-პლატფორმიდან თავდაპირველად მიიღებს მოსახლეობის 20%-ის ასაცრელად საკმარის ვაქცინას (1.4 მილიონ დოზას 700 ათასი ადამიანისთვის). აღნიშნული პლატფორმა შექმნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რათა ყველა ქვეყანას ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე. როცა ყველა ქვეყანა მიიღებს მოსახლეობის 20%-ის ასაცრელ ვაქცინას, სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს დამატებითი დოზების გაცემას. თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს ვაქცინების პირდაპირ მისაღებად.

“ძალიან მინდა, რომ წლის ბოლომდე ავცრათ მოსახლეობის 60%. ეს იქნება რთული, მაგრამ არა შეუძლებელი”, – თქვა გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი