ახალი ამბები

დიდი ქალაქებისა და აჭარის გარდა, სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება

15 იანვარი, 2021 •
დიდი ქალაქებისა და აჭარის გარდა, სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ დიდი ქალაქების გარდა, მეორე სასწავლო სემესტრი სკოლებში 18 იანვარს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე ავრცელებს.

სწავლა დისტანციურად დაიწყება საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში და  აჭარის რეგიონში.

„ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს“ ,- ამბობენ განათლების სამინისტროში.

სამინისტროში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესის გაგრძელდება 18 იანვარს, 09:00 საათიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი