15 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს კი 26 ადამიანი ემსხვერპლა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 205 კვლევა ტესტით, მათ შორის, 7 265 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 940- PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 177 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 245 789-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 837 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 229 196-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 893 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში
გამოვლენილია 496, - აჭარა – 52,
- იმერეთი – 187,
- ქვემო ქართლი – 83,
- შიდა ქართლი – 83,
- გურია – 33,
- სამეგრელო და ზემო სვანეთი – 105,
- კახეთი – 88,
- მცხეთა-მთიანეთი – 25,
- სამცხე-ჯავახეთი – 20,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 674, საიდანაც: 3 732
თვითიზოლაციაში იმყოფება 23 772 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 102 პირი, აჭარაში – 2 264, იმერეთში – 2 756.