ახალი ამბები

ამირან გამყრელიძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა

14 იანვარი, 2021 • 1335
ამირან გამყრელიძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის” ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელდა. ის უკვე სამსახურში იმყოფება.

გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი გასული წლის 29 დეკემბერს დაუდასტურდა. ცენტრმა მაშინ განაცხადა, რომ ის თვითიზოლაციაში გადავიდა, სახლის პირობებში აგრძელებდა თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 244 612-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელდა 228 359 ადამიანი, 2 867 პირი კი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი