ახალი ამბები

კორონავირუსის 1357 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი — 14 იანვარი

14 იანვარი, 2021 • 861
კორონავირუსის 1357 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი — 14 იანვარი

14 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 357 შემთხვევა, ვირუსის გართულებებით კი 21 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 748 პაციენტი.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 891 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 767 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 124- PCR ტესტით.

ვირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევის გამოვლნის შედეგად, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 244 612-მდე, საიდანაც გამოჯანმრთელდა 228 359 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 867 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა, აჭარა – 112, იმერეთი – 196, ქვემო ქართლი – 69, შიდა ქართლი – 111, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131, კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი