ნოვოსიბირსკის თეატრმა (НОВАТ) ნინო ანანიაშვილთან საბოლოოდ გაწყვიტა კონტრაქტი. ამის შესახებ თეატრმა ოფიციალური განცხადება დღეს, 13 იანვარს გამოაქვეყნა.
მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ თეატრის ხელმძღვანელობამ მანამდე დადებული კონტრაქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
დღევანდელ განცხადებაში ნოვოსიბირსკის თეატრი მიზეზების შესახებ არ საუბრობს, თუმცა, მანამდე ანანიაშვილთან კონტრაქტი შეაჩერა და მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ მედიაში დასის ხელმძღვანელის ვინაობა იქამდე გავრცელდა, სანამ ოფიციალური წარდგენა გაიმართებოდა.
დასის ვინაობის გამჟღავნებაში, სავარაუდოდ, იგულისხმებოდა ანანიაშვილის ინტერვიუ „რადიო თავისუფლებასთან“, სადაც მან თქვა, რომ აღნიშნულმა თეატრმა საბალეტო დასის ხელმძღვანელის პოზიციაზე მიიწვია.