ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

13 იანვარი, 2021 • 1017
კორონავირუსით ინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი კორონავირუსის გამო სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ფილტვების ორმხრივი პნევმონია აქვს. ინფორმაციას სომხური news.am პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ არმენ სარქისიანის მდგომარეობა “ჯერ კიდევ რთულია”.

“პრეზიდენტ სარქისიანს აქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მათ შორის, მაღალი სიცხე და ორმხრივი პნევმონია [ფილტვების ანტება]”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არმენ საქრისიანი 5 იანვარს, გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის დროს, კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამით დაინფიცირდა. იგი აქამდე მკურნალობას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გადიოდა.

გარეკანის ფოტოზე: პრეზიდენტი არმენ სარქისიანი და იმ დროს ოპოზციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი