ახალი ამბები

ზუგდიდის მერის წარმომადგენელი $65 ათასს ქრთამად იღებდა – სუსი

13 იანვარი, 2021 • 687
ზუგდიდის მერის წარმომადგენელი $65 ათასს ქრთამად იღებდა – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფქციული სააგენტოს ინფორმაციით, ზუგდიდში მერის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყება ამბობს, ერგეტას (ცვანეს) ადმინისტრაციულ ერთეულში მაღალჩინოსანი პირსდა ჰპირდა 65 ათასი აშშ დოლარის სანაცვლოდ სოფელ ერგეტაშ მდებარე, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული 5 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირებას.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მოქალაქისგან აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ამერიკული დოლარი, რა დროსაც ის დააკავეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი