ახალი ამბები

კორონავირუსი: 26 გარდაცვლილი და 1618 ახალი შემთხვევა – 13 იანვარი

13 იანვარი, 2021 • 694
კორონავირუსი: 26 გარდაცვლილი და 1618 ახალი შემთხვევა – 13 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 26 პაციენტი. ინფომრაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 403 ადამიანი, ჩატარდა 19 438 ტესტირება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664- PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი 1 618 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

  • თბილისი – 750
  • აჭარა – 94
  • იმერეთი – 234
  • ქვემო ქართლი – 94
  • შიდა ქართლი – 103
  • გურია – 35
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 126
  • კახეთი – 102
  • მცხეთა-მთიანეთი – 44
  • სამცხე-ჯავახეთი – 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 788, აჭარაში – 350, იმერეთში – 768. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 68, იმერეთში – 189.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 7, იმერეთში – 26. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში. 8 320 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე თქმით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 243 255 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 227 611 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 846 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი