ახალი ამბები

კორონავირუსი: 24 გარდაცვლილი და 1857 ახალი შემთხვევა – 12 იანვარი

12 იანვარი, 2021 • 916
კორონავირუსი: 24 გარდაცვლილი და 1857 ახალი შემთხვევა – 12 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 993 პირი და ჩატარდა 17 795 ტესტირება.

“ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  17 795    კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 -PCR ტესტით“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 241 637 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 227 208 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 820 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი