თეოლოგთა ნაწილი ქუთაის-გაენათის იონეს განცხადებას პასუხობს, სადაც სასულიერო პირი ამბობს, რომ კრიტიკულად განწყობილ თეოლოგებს მისი “მწარე ენის ბრალდებების კოცონზე” დაწვა სურთ.
საერთო განცხადებაში თეოლოგთა ნაწილი აღნიშნავს, რომ რცხვენიათ, რადგან მიტრიპოლიტი იოანე თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში მათი პედაგოგი იყო.
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აცხადებს, რომ თეოლოგებს, რომლებიც მას აკრიტიკებენ, მისი “მწარე ენის ბრალდებების კოცონზე” დაწვა სურთ. ამის შესახებ მიტროპოლიტი დღეს, 10 იანვარს, გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს, რითაც თეოლოგთა იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც მეუფე იოანესთან დაკავშირებით საეკლესიო სასამართლოს გამართვას ითხოვს.
თეოლოგების მოთხოვნას წინ უძღოდა საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული წერილის გამოქვეყნება, რის შემდეგაც მეუფე იოანემ თეოლოგებზე რუსთავი 2-თან თქვა – „ესენი წარმართები არიან, მათ არ უნდათ… მათ დიალოგი არ უნდათ, მათ მხოლოდ ლაფისა და ქვების სროლა უნდათ ადამიანებზე და ეკლესიაზე”.
სასულიერო პირის თქმით, მისი სიტყვები ვიღაცებმა თავის თავზე მიიღეს, გული ეტკინათ და გაუნაყწენდნენ, ხოლო “დიდმა პლეადამ“ ახალი თეოლოგებისამ” მისი დასჯა მოითხოვა.
მისი თქმით, კრიტიკულად განწყობილმა თეოლოგებმა ბოლშევიკური რეჟიმის დრო გაახსენეს, “როცა ვინმეს ჩასაქოლად ვიღაც პარტოკრატის დავალებით შედგენილ წერილზე ხელმოწერები გროვდებოდა”.
თეოლოგები და ამბობენ, რომ იოანე გამრეკელმა ამით მათიშეურაცხყოფა მიაყენა. თუკი მეუფე იოანე მათ მიმართ გამოთქმულ ბრალდებას ვერ დაადასტურებს, თეილოგები მის მიმართ საეკლესიო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული სასჯელის უმკაცრეს ზომას – სასულიერო ხარისხიდან მის განკვეთას— ითხოვენ.
ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმაურება