ახალი ამბები

კომუნალურების სუბსიდიაზე უარის თქმა 11 იანვრამდე შეგიძლიათ – სემეკი

9 იანვარი, 2021 • 1414
კომუნალურების სუბსიდიაზე უარის თქმა 11 იანვრამდე შეგიძლიათ – სემეკი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თქმით, მოქალაქეებს კომუნალურების სუბდისიაზე უარის თქმა 11 იანვრამდე შეუძლიათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აბონენტებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენეგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს ხარჯავენ, სახელმწიფო ზამთრის განმავლობაშიც დაუფარავს.

თუმცა, სემეკი ამბობს, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე.

ამისთვის www.gnerc.org/ge/covid-19 – ზე სპეციალური განაცხადი უნდა შეავსოთ.

„კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ,“ – ამბობს სემეკი.

წაიკითხეთ ასევე:

კომუნალურების სუბსიდირების პროგრამა ნოემბერ-თებერვალშიც იმოქმედებს

მასალების გადაბეჭდვის წესი