ახალი ამბები

პიროტექნიკით დაზიანების შედეგად ქუთაისში ქალი გარდაიცვალა – შსს

9 იანვარი, 2021 • 686
პიროტექნიკით დაზიანების შედეგად ქუთაისში ქალი გარდაიცვალა – შსს

ქუთაისში პიროტექნიკით დაზიანების შემდეგ 84 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ნეტგაზეთსს შსს-ში დაუდასტურეს.

შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა, ქალი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 1 კვირა იმყოფებოდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ფორმულასთან“ ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალმა დაზიანება თავის არეში მიიღო.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.