ახალი ამბები

ქუთაისში აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა

5 დეკემბერი, 2024 •
ქუთაისში აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა

ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან შეხლა-შემოხლისას 2 დემონსტრანტი დაშავდა.

როგორც სხვადასხვა მედიის გავრცელებულ კადრებში ჩანს, დაშავებულები რამდენიმე წუთი პოლიციელთა ალყაში იყვნენ. ადგილზე მყოფი მედიის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული არასრულწლოვანია.

როგორც კადრებში ჩანს, მას შემდეგ, რაც ძირს დაცემული არასრულწლოვანი ფეხზე წამოაყენეს, ის პოლიციამ წაიყვანა. უცნობია, დააკავეს თუ გაარიდეს ის ტერიტორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი