ახალი ამბები

კაპიტოლიუმის შენობა დაცულია — წარმომადგენელთა პალატის მანდატური

7 იანვარი, 2021 •
კაპიტოლიუმის შენობა დაცულია — წარმომადგენელთა პალატის მანდატური

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მანდატურის, პოლ ირვინგის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობა შეჭრილი მოქალაქეებისგან გათავისუფლებული და დაცულია, იტყობინება „როიტერი“.

6 იანვარს  აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მომიტინგეები კაპიტოლიუმის — აშშ-ის კონგრესის [პარლამენტის] შენობაში შეიჭრნენ. ამერიკული მედიის ცნობით, შენობა ჩაკეტილია. გარკვეული ხნის წინ დაიწყო შენობაში მყოფი ადამიანების — სენატორების, წარმომადგენელთა პალატის წევრების და მათი ადმინისტრაციების თანამშრომლების ევაკუაცია. გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს დონალდ ტრამპმა და ჯო ბაიდენმა: „შეჭრა კაპიტოლიუმში: რას ამბობენ ტრამპი და ბაიდენი?“

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაეცანით „ნეტგაზეთის“ სტატიას: „ტრამპის მხარდამჭერების შეჭრა აშშ-ის კაპიტოლიუმში | რა ვიცით ამ დროისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი