ახალი ამბები

გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს, ერთი ღამით, გაუქმებულია

6 იანვარი, 2021 • 1391
გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს, ერთი ღამით, გაუქმებულია

დღეს, 6 იანვარს, საღამოს 21.00 საათიდან მხოლოდ ერთი ღამით მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მთელ საქართველოში. ეს გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა.

7 იანვრის დილიდან ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე საშვის გარეშე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გადაადგილდება, შესაძლოა 2 000 ლარით დააჯარიმონ.

გადაადგილებაზე შეზღუდვა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ საქართველოში 28 ნოემბრიდან შემოიღო და გამონაკლის დღეებად ახალი წლის ღამე და 6 იანვარი დაასახელა.


  • საქართველოს მთავრობამ ერთდღიანი გამონაკლისი მართლმადიდებლური შობის დღესასწაულისთვის დაუშვა, თუმცა სხვა კონფესიებისთვის იგივე არ გაუკეთებია.
  • ამ გადაწყვეტილებას არასამთავრობო სექტორში უთანასწორო მოპყრობად აფასებენ, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს კი “აშკარა დისკრიმინაცია” უწოდა.
  • რაც შეეხება მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, აქ ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო შობა დღეს „ალილოს“ მსვლელობა არ ჩატარდება, ხოლო საშობაო წირვა, რომელსაც ილია მეორე აღავლენს, 23:00 საათზე დაიწყება.
    ამავე თემაზე ნახეთ:

კათოლიკე ეკლესია მთავრობის შეთავაზებაზე უარს ამბობს და საშობაო ღამისთევას 21:00 საათამდე დაასრულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი