ახალი ამბები

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

5 იანვარი, 2021 • 1051
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 5 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” კანონის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის განხილვასა და კენჭისყრაში  “ქართული ოცნების” წევრები და “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიით შესული დეპუტატები მონაწილეობდნენ, რადგან ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

“ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.

კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, ამნისტია  44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს  უნდა შეხებოდა და ციხე 800-მდე პატიმარს უნდა დაეტოვებინა. თუმცა ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი ფართოვდება. მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ვერსიით  ამნისტია რამდენ ადამიანს შეეხება, თუმცა უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალის გაფართოების შემდეგ 1000-მდე ადამიანს შეეხება.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი