ახალი ამბები

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

4 იანვარი, 2021 • 968
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სპეციალური პენიტენციური სამსახურში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულებიდან 30 დეკემბერს გათავისუფლდა.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე”, — აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება 2020 წლის იანვარში გაუფორმდა. პროკურატურის განმარტებით, მან აღიარა დანაშაული და ბრალდების მხარეს საქმეზე მნიშვნელოვან ინფორმაცია მიაწოდა. ამის გათვალისწინებით მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ჯანაშიამ არასრულწლოვანი დავით სარალიძე ჯგუფურად, დაუდგენელ პირთან ერთად მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი